ზუგდიდში, სოფელ ინგირში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 1000 ლარამდე თანხა წაიღეს. ისინი შემდეგ მიიმალნენ. მანქანა, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცავებმა დღეს დილით სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს.
ამ წუთებში იქ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
რაც შეეხება შსს-ს, უწყებაში აცხადებენ, რომ მოგვიანებით გაავრცელებენ ინფორმაციას.
ავტორი: თეა შონია











