ინგლისი ვაქცინის მიმღებთა წრეს აფართოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
დღეიდან ინგლისში ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია 44 წლის ადამიანებსაც შეეძლებათ.
ჩრდილოეთ ირლანდიაში კი ვაქცინა 35-39 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინგლისში კორონავირუსის 4,404,882 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 127,428 ადამიანი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4,193,828-ს შეადგენს.











