3-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ფეხბურთის გულშემატკივრებს ინგლისის პრემიერ ლიგა უბრუნდება.
ტურნირი თავდაპირველად 29-ე ტურის გამოტოვებული მატჩებით განახლდება. პირველი შეხვედრა ქალაქ ბირმინგემში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „ასტონ ვილა“ „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
დღესვე, 29-ე ტურის მეორე გამოტოვებული შეხვედრაც გაიმართება. ამჯერად, ერთმანეთს ორი გრანდი, „მანჩესტერ სიტი“ და ლონდონის „არსენალი“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა მანჩესტერში თბილისის დროით 23:15 საათზე შედგება.
ამ დროის მონაცემებით, სატურნირო ცხრილს „ლივერპული“ ერთპიროვნულად, 82 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს, „მანჩესტერ სიტის“ 25 ქულით უსწრებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერსისაიდელებს ინგლისის ჩემპიონობა განაღდებული აქვთ.











