ინგლისი შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ქვეყანაში არასაჭირო მაღაზიები, სპორტული დარბაზები, ზოოპარკები, სილამაზის სალონები უკვე გაიხსნა. კაფეები და რესტორნები მომხმარებლებს ღია სივრცეში უმასპინძლებენ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინგლისში კორონავირუსით 4,373,343 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 127,100. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3,981,812-ს შეადგენს.











