დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქიცნაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
მისი თქმით, ამის გამოსასწორებლად ორშაათიდან მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების ჩართულობით აცრები გააქტიურდება. მისივე განმარტებით, ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ აცრილებში დაახლოებით ცხრაჯერ ნაკლებია, ვიდრე აუცრელებში.
„დღეს საბჭოზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი აცრებთან მიმართებაში მოტივაციაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ამაზე ვერაფერს გეტყვით. მეტი ინიციატივები მათთვის, ვინც სოფლის მოსახლეობაში აიცრება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზევით ადამიანების აცრა, რადგან ჩვენი მასალების საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ აცრილებში დაახლოებით ცხრაჯერ ნაკლებია, ვიდრე – აუცრელებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 37 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.01%-ს შეადგენს.
ამასთან, 12 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %
სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %. 11 ოქტომბერს აიცრა 6 817 ადამიანი.











