ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკური ზემოქმედების თვალსაზრისით გაზრდილი ინფიცირებულთა რიცხვი, უფრო მეტად ეკონომიკას აზარალებს, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები.
„ამიტომ ეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი, ეს არის ლოკალური შეზღუდვები, რომლებიც კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება. ასევე, ეს არის არასაყოველთაო, არამედ სექტორული”, – განაცხადა თურნავამ.
დღეს, 26 ნოემბერს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები გამკაცრა და ახალი შეზღუდვები დააწესა.
რა იკრძალება 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით – გადაწყვეტილება ცნობილია











