დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ინფიცირებული დეპუტატი რამდენიმე დღის წინ პარლამენტში იმყოფებოდა.
როგორც გოგიჩაიშვილის თანაგუნდელმა გედევან ფოფხაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას კვირის მანძილზე გოგიჩაიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა.
„მე არაფერი ვიცი. ეს ინფორმაცია თქვენგან გავიგე. კვირის მანძილზე მასთან კონტაქტი მქონდა. ის რამდენიმე დღის წინ პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, როდის“, – განაცხდა ფოფხაძემ.
ინფორმაციისთვის, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











