კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, არ არსებობს სტანდარტული ტარიფიკაცია თუ რა ღირებულებას მოიცავს ერთი ინფიცირებული პაციენტის მკურნალობა.
„ყველა პაციენტის მკურნალობა სხვადასხვა ღირებულებას მოიცავს სხვადასხვა საჭიროებას ვინაიდან არ არსებობს ნოზოლოგია, რომელიც მიმდინარეობს სტანდარტულიტარიფიკაციით, ასევე არის კოვიდის შემთხვევაშიც. გადახდა მიმდინარეობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 2075 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 16904-ს შეადგენს.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, 35567-მდე გაიზარდა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი.
გარდაიცვალა კიდევ 20 პაციენტი. ვირუსს სულ ქვეყანაში 273 ადამიანი ემსხვერპლა.











