12 ოქტომბრიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში იმეცადინებენ.
გადაწყვეტილება ამის შესახებ სკოლის ოთხი მოსწავლის კოვიდ ინფიცირების გამო მიიღეს.
სკოლის დირექტორის, ნინო ნესუაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული მეხუთე კლასის მოსწავლეა.
ორშაბათიდან უკვე გადავალთ ონლაინზე. მოსაზრება გვქონდა მეხუთე კლასი გადაგვეყვანა,რადგან ერთ- ერთი იმ კლასიდან, მაგრამ ყველას უსაფრთხოებისათვის, მთლიანი სკოლა გადავა დისტანციურ სწავლებაზე- განაცხადა ნესუაშვილმა.
სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში, ველისციხის საჯარო სკოლაში, 14 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
კორონა ვირუსი სკოლაში, 5 ოქტომბერს გამოვლინდა. კოვიდ- 19, 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა.
ინფიცირებულის თანაკლასელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ და დისტანციურად სწავლობდნენ.
8 ოქტომბერს, ვირუსი, მოზარდის ძმას და კიდევ ორ თანაკლასელს დაუდგინდა, რის გამოც სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











