ინციდენტი მოხდა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში. პაციენტმა, რომელიც კლინიკაში ნასვამ მდგომარეობაში, ფეხის მოტეხილობით შეიყვანეს, სამედიცინო პერსონალი უყურადღებობაში დაადანაშაულა.
ამას პაციენტის ოჯახის წევრებსა და ექიმს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
სამართალდამცველებმა ადგილზე მისვლისას პაციენტის თანმხლები ერთ-ერთი პირი დააკავეს, რომელიც ექიმს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
შსს-ს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით, 166-173 მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
166-173-ე მუხლებით ამხილეს ასევე თავად პაციენტი, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ასევე მონაწილეობდა სიტყვიერ დაპირისპირებაში.











