ინციდენტი მოხდა საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩის ორ ნომერში ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით ერთ-ერთმა პირმა, ცივი იარაღით მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ჩვენი ინფორმაციით დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია.
მომხდარზე უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო.











