სოფელ ორსანტიაში მეოთხე გარდაცვლილი, 47 წლის მამაკაცი იპოვეს, რომელიც აფხაზეთიდან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა გადმოსვლას.
რამდენიმე საათიანი სამძებრო ღონისძიება, რომელიც დღეს დილიდან მიმდინარეობდა, დასრულებულია.
მანამდე კი, სოფელ შამგონაში იპოვეს მისი ცოლის და რძლის ცხედრები. ისინი გალის სოფელ წარჩედან არიან. უფრო ადრე კი 65 წლის ჭუბურხინჯელი მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ისინი ზუგდიდში მდინარის გავლით უნდა გადმოეყვანა.
დაღუპულთა ნათესავის თქმით, ისინი კონტროლირებად ტერიტორიზე გადმოსვლას პროდუქტების შესაძენად ცდილობდნენ.
ავტორი: თეა შონია











