იქ ხომ დიდი საქმე კეთდებოდა, თუნდაც ის, რომ ბავშვები უპატრონოდ არ ეყარნენ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„ნინოწმინდის პანსიონატში ხომ მარტო ცუდი არ მომხდარა, იქ ხომ დიდი საქმეც კეთდებოდა, თუნდაც ის, რომ ბავშვები უპატრონოდ არ ეყარნენ და რეალურად ეს პრობლემა იჭრებოდა, მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგი მოდელია ან თვალი უნდა დავხუჭოთ, თუნდაც ბევრი სიკეთის გამო, იმ დარღვევებზე, რომელზეც საუბარია”, – ამბობს სარჯველაძე.
ასევე ნახეთ: გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს










