fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის მაღალჩინოსანს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

17:24 დეკემბერი 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
860
ნახვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის მაღალჩინოსანს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ივანე ზანდარაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ განზრახ მკვლელობას, მეორე პირისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების გამო, 117- ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლი დაემატა.

არჩილ ბერიანიძემ განმარტა, რომ მტკიცებულებების ერთ ნაწილს, ის, უკვე გაეცნო.

„მტკიცებულებების ნაწილს გავეცანი, თუმცა, არის კიდევ საქმეში ფაქტები, რომლებიც მოწმეების დაკითხვის შემდეგ გამოიკვეთა. პროკურატურაში გავეცნობი დანარჩენს.მოწმეთა დაკითხვის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომლებიც შესასწავლია“, – განაცხადა ბერიანიძემ.

სისხლის სამართლის საქმის სხვა დეტალებზე, ადვოკატმა ჟურნალისტებს არ უპასუხა.

გარდაცვლილი ექიმის ოჯახი, საქმის 108- ე მუხლით დაკვალიფიცირებას არ ეთანხმება.

ზურა საჩიშვილის ოჯახის წევრი, აკა საჩიშვილი თვლის, რომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებაა.

ეს არ არის 108- ე მუხლით ჩადენილი დანადაული, რადგან მან ერთი პირი მოკლა, მეორე დაჭრა და ავტომანაქანაში მყოფი სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. ამიტომ , მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს- განაცხადა საჩიშვილმა.

ბრალდებული პოლიციელისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თელავის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, მკვლელობა, სოფელ იყალთოში, 25 დეკემბერს მოხდა.

თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ივანე ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი მოკლა, ხოლო მერიის იურიდიული სამასახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი, ხელში დაჭრა.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: მკვლელობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს

იანვარი 30, 2022
772
მთავარი ამბავი

ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

დეკემბერი 9, 2021
856
სამართალი

ერთი ძმის მკვლელობისთვის და მეორე ძმის დაჭრისთვის სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებული დააკავეს

ოქტომბერი 17, 2021
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია