შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, “ნაცმოძრაობის” ოფისში ნიკა მელიას დაკავება კანონის სრული დაცვით განხორციელდა.
„ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიციური ღონისძიება ჩატარდა, რაც ჩვენ განჩინებით დაგვევალა. დაზღვევის კუთხით, შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი. მათ შორის იყვნენ მაშველები. გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, რომლებიც შიგნით არ შესულან. ასევე იყო სახანძრო სამსახურის დანაყოფები – იყო საშიშროება, ცეცხლი გაჩენილიყო და დიდი უბედურება მომხდარიყო. რა თქმა უნდა, სახანძრო მანქანები მზად გვყავდა და თუ ყველას ერთად მოვითვლით, შეიძლება ადამიანს ბევრი მოეჩვენოს“, – განაცხადა გომელაურმა სესიაზე, სადაც “მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.











