„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ციხეში ნიკა მელიას მოსანახულებლად მივიდა.
როგორც ციხეში შესვლამდე სამადაშვილმა განაცხადა, ლაპარაკის შესაძლებლობა არის და გამოსავალიც შეიძლება მოიძებნოს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ჩამოსული, ნიკას სასამართლოა და შესაძლებლობა არის რომ ვისაუბროთ, გადვწყვიტე, რომ შევხვდე და განვიხილოთ რა შესაძლებლობები არსებობს და რა ვითარება არის ამ დროისთვის. იქნებ ერთად მოვძებნოთ რამე გამოსავალი“,- ამბობს სალომე სამადაშვილი.











