fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იქნება ლოკალური შეზღუდვები, მეორე ტალღა რეალობად იქცა – დიმიტრი ხუნდაძე

10:15 ოქტომბერი 16, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
889
ნახვა

საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი – 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  კორონავირუსის პანდემიის გამო, გეგმავს თუ არა ხელისუფლება ქვეყანაში მკაცრი რეგულაციების დაწესებას,  ამ და სხვა საკითხზე „პრაიმტაიმნიუსთან“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება თანხვედრაშია გლობალურად მსოფლიოში განვითარებულ ეპიდსიტუაციასთან. საქართველოში პროგნოზირებადი იყო მეორე ტალღა, რაც უკვე რეალობად იქცა.

ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ როგორც ყველა ქვეყანა, ჩვენც ვემზადებოდით პანდემიისთვის, დღეს უფრო მეტად ვართ მზად, ვიდრე აქამდე.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ შიშის ეფექტი ნაკლებია, ეს არ ნიშნავს, რომ თავს უნდა მივცეთ ზედმეტი თავისუფლება და რეგულაციები არ დავიცვათ.

– კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევის დაფიქსირება არის თუ არა საფუძველი, რომ ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდეს?

– მინდა გითხრათ, რომ ასეთი ნახტომისებური ზრდა  არის პირდაპირი ანარეკლი აჭარაში განვითარებული მოვლენებისა, მაგრამ პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ამ მზარდი ვითარებიდან გამომდინარე, ჩაკეტვები ნამდვილად არ იგეგმება, თუმცა იქნება ლოკალური შეზღუდვები, სადაც ამის საჭიროება იქნება.

მეტსაც გეტყვით, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან ფრენების აღდგენაც კი დავიწყოთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციების დაცვით. რომელ ქვეყნებთან, მომავალში გახდება ცნობილი.

მაგალითად, თუ კონკრეტულ ლოკაციაზე გამოიკვეთა ეპიდვითარების გაუარესება და არის ჭარბი კონტაქტები, მოხდება წერტილოვანი შეზღუდვები, ანუ რომელიმე ობიექტი, შესაძლოა, იყოს გადაყვანილი იზოლაციის რეჟიმში.

– ლოკალური შეზღუდვების პარალელურად, განიხილავს თუ არა უჭყებათაშორისი საბჭო თბილისში ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხს?

-ამ ეტაპზე, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის საჭიროებას ვერ ვხედავთ. ეპიდვითარება არის მზარდი, თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ გარკვეული პიკური ზრდის შემდეგ, იქნება კლება. ყველა გადაწყვეტილება იქნება ეპიდვითარებიდან გამომდინარე და ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით.

– ემუქრება თუ არა საფრთხე არჩევნების ჩატარებას?

– არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ასევე,  უპირატესია ეკონომიკის დაცვაც მძიმე კრიზისისგან. ჩვენ გვაქვს წინ პოლიტიკური პროცესი, და ყველამ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არჩევნების შემდეგ დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია