„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტია“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა.
„პირველი სიტყვა ამასთან დაკავშირებით, თუ ასეთი უნდა გადაწყდეს „ქართულ ოცნებაში“, უნდა თქვას თავად ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ხელმძღვანელმა. მე დაგიდასტურებთ ერთადერთ რამეს, პარტიაში არათუ პარტიის თავმჯდომარის პირველ ნომრად ჩაწერაზე, არამედ პირველ ნომერზე კონსულტაციები საერთოდ არ ყოფილა. კონსულტაციები იყო მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარებზე და აქ გავდივართ ფინალში. სიის ფორმირებაზე, ვინ იქნება სიის ათეულში, თუ ოცეულში, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი არ გვქონია. პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
“ქართულ ოცნებაში” მიესალმებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც იყოს











