fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას

17:38 სექტემბერი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
764
ნახვა

მინდა, გამოსვლა დავიწყო მადლობით, მადლობით თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე ჩვენ არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ – 7 ღირსეული გამარჯვება და ახლა ვემზადებით, რომ 2 ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმოთ მე-8 გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და საკმაოდ ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანაშია.

„საკმაოდ ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ ქვეყანაში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ადგილობრივი წარმოების განვითარება, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა და სიღარიბე. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი და მთავარი საქმე უნდა იყოს სიღარიბის დამარცხება და მეტი სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყანაში. ამ მიზნით ჩვენს ძლიერ გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, კარგად გააზრებული გეგმები და პროექტები. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას მომდევნო 3 წელიწადში, რითაც ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 100 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 1000-ზე მეტ საწარმოს დავაფინანსებთ და ეს განვითარება გადანაწილდება თანაბრად ყველა რეგიონის მიხედვით. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ განვითარება შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ ამ ულამაზეს რეგიონში. 3 ათასზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი და დაახლოებით 300 მილიონზე მეტი დაიხარჯა ამ ულამაზეს მხარეში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 60 მილიონი დაიხარჯა მხოლოდ შიდა გზების მოსაწყობად. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზიფიცირების კუთხით, ასევე ვმუშაობთ წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებაზე. ჩვენი ამოცანაა, 2025 წელს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში იყოს 24-საათიანი ხარისხიანი წყალი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.
„ვგეგმავთ, ყველა მუნიციპალიტეტში და ერთ-ერთი მაგალითი არის ამბროლაური, როცა ჩვენ ავაშენეთ პროფესიული სასწავლებელი, ასეთივე სასწავლებელი უნდა აშენდეს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. სკოლების მიმართულებით, 170 სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოხდა ერთიანი, ევროპული სტანდარტის მიხედვით. 800 სკოლის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი ასევე ევროპული სტანდარტის მიხედვით“, – აღნიშნა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია