fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით დასრულდა

13:20 დეკემბერი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
765
ნახვა

კომპანია “Rothschild-ი” საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე, ასევე ინვესტიციებისა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წელს საკმაოდ წარმატებული საგარეო პოლიტიკა იქნა წარმოებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. პრემიერის თქმით, რამდენიმე დღის წინ მან მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში, სადაც სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ასახულია საქართველოსთვის პრიორიტეტული ძირითადი საკითხები და აღიარებულია ქვეყნის ევროპული არჩევანი და მისწრაფებები.

„წელს საკმაოდ წარმატებული საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ, საერთაშორისო ასპარეზზე მივიღე მონაწილეობა უმაღლესი დონის ფორუმებსა და შეხვედრებში. ორი დღის წინ მე დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც მონაწილეობა მივიღე აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით დასრულდა. სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ასახულია ჩვენთვის პრიორიტეტული ძირითადი საკითხები და აღიარებულია ჩვენი ევროპული არჩევანი და მისწრაფებები. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანთან მქონდა შეხვედრა. განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგი. ნატოს წევრობა, რასაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში შესასვლელად და მნიშვნელოვანია, მომზადდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებულად აღნიშნა ჩვენი ძალისხმევა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც ავღანეთში მრავალი წლის განმავლობაში ვახორციელებდით, ასევე ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციის პროცესში მონაწილეობისთვის მადლიერება გამოხატა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ასევე, მსურს კიდევ ერთხელ შევეხო საკითხს, რომელიც ეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. როგორც იცით, ბრიუსელში კომპანია “Rothschild & Co”- სთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ კომპანია “Rothschild-ი”, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია, მსოფლიოსი რიგით მეორე და ევროპაში პირველი, რომელიც საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე იწყებს მუშაობას, ასევე ინვესტიციების, ინვესტორების და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
776
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია