fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში უკვე ისარგებლა 735-მა საწარმომ, 1000-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა

14:50 დეკემბერი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
770
ნახვა

ეკონომიკის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, საწარმოებისა და სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამით ჯამურად, უკვე ისარგებლა 735-მა საწარმომ, 1000-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა ამ წლების განმავლობაში. 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და 26 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2022 წელს გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების გაფართოება.

„თუკი პროგრამის ამოქმედებიდან, დღემდე ინდუსტრიული და საკრედიტო საგარანტიო სქემით ჯამურად 1 400 – მდე ბიზნესმა ისარგებლა, ჩვენ დაგეგმილი გაქვს, რომ უახლოეს ორ წელიწადში კიდევ 1 500 ბიზნესს დავეხმაროთ განვითარებასა და ფინანსური რესურსის მოძიებაში. მომავალ წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში დაახლოებით 270 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

1 სექტემბრიდან წელს უკვე ამოქმედდა პროგრამები „ბიზნეს ექსპორტი“ და „ბიზნეს უნივერსალი“. ისინი 350 ბიზნეს საქმიანობაზე ვრცელდება და ბენეფიციარები, სესხის პროცენტისა და საკრედიტო საგარანტიო სქემის სარგებლობასთან ერთად, გრანტსაც მიიღებენ. საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლელებელ წარმოებებთან ერთად ასეთივე მხარდაჭერით ისარგებლებენ აგროტურისტული და ეკოტურისტული ბიზნეს-პროექტები.

წელს მიკრო გრანტების პროგრამით, 689 პროექტი დაფინანსდა და დამატებით 2500 ადამიანი დასაქმდა.

ასევე წელს ბიზნესის მხარდაჭერის სესხის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 327 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 520 მილიონ ლარამდე ჯამური ინვესტიციის მოზიდვას და დაახლოებით 5200-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის საკრედიტო – საგარანტიო სქემით უკვე ისარგებლა 184-მა ბენეფიციარმა და შედეგად შეიქმნა 2 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

„წელს ასევე ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომლითაც უკვე ისარგებლა 900-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ, ოჯახებმა. პროგრამის ბენეფიციარები არიან მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, ვისაც ეყოლათ ახალშობილი. შედეგად თითოეულმა მათგანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინების შეძენა ჩვენი პროგრამის დახმარებით.

ჩემი დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ ტურისტულ პროექტებზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი ტურისტული ლოკაციები და კონკრეტული პროექტების განხორციელება უკვე ახალი წლიდან დაიწყება.

პროექტები განხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. 2022 წლიდან მასშტაბური პროექტი დაიწყება და დაახლოებით 5 000 ადამიანს გადავამზადებთ, აღმოვუჩენთ მხარდაჭერას კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა ისინი საერთაშორისო ბაზრისთვის კონკურენტულ სამუშაო ძალად ჩამოვაყალიბოთ. მომავალ წელს გაგრძელდება ინოვაციური ეკო-სისტემის განვითარების პროცესიც. ამასთან, პირველად საქართველოს მთავრობა სესხს აღარ აიღებს სტარტაპების დასაფინანსებლად და სტარტაპები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე მინდა მადლობას გადავუხდი ყველა დონორს, რომლებიც წლების განმავლობაში აფინანსებდნენ ჩვენი ეკონომიკის ამ მნიშვნელოვან მიმართულებას.

გაგრძელდება გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდება 17 000 ახალი აბონენტის გაზიფიცირება 107 დასახლებულ პუნქტში.

სვანეთში, ზურულდის მთაზე დასრულდა და სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ახალი საბაგირო კომპლექსი. ზამთრის სეზონზე ექსპლუატაციაში გაშვებული იქნება გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი. სრულყოფილად იფუნქციონირებს კოხტას საბაგირო, რომლის რეკონსტრუქციაც უკვე განხორციელდა.

წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს ელექტროსადგურების მშენებლობაზე:

მათ შორისაა, 27 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა დადგმული სიმძლავრე იქნება 152 მგვტ და ინვესტიცია იქნება დაახლოებით 230 მლნ აშშ დოლარი;

ვმუშაობთ მზის ელექტროსადგურების განვითარების პროექტებზეც, ასევე ქარის პროექტებზეც. მაგალითად წელს ჩვენ დავიწყეთ, მოვაწერეთ ხელი ქარის პროექტებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე უნდა იყოს 206 მგვტ, ხოლო აღნიშნული სიმძლავრის საშუალებით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება დაახლოებით 812 მლნ.კვტ.სთ.

ასევე წელს გაფორმდა დამატებით ორი ქარის სადგურზე ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაზე ხელშეკრულება შემდგომში მშენებლობის ფლობისა და ოპერირების მიზნით, აღნიშნული პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრეა დაახლოებით 30 მგვტ და გამომუშავებული იქნება 108 მლნ.კვტ.სთ.

დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის – მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებითაც. აქტიური ღონისძიებები დაიწყება მომხმარებლებში ენერგოეფექტური მიდგომების დასანერგადაც“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
776
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია