fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი მთავარი საზრუნავი და მთავარი პასუხისმგებლობა იქნება ყველა იმ სიტყვის, დანაპირების, პროგრამის და პროექტის განხორციელება, რაც შეიძლება სწრაფად, რაც საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოვთვალე

22:22 ოქტომბერი 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა არის, არა ამ არასერიოზული კაცის ციხეში ჯდომა, არამედ უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის განვითარება, სწრაფი აღდგენა და რა თქმა უნდა, პანდემიის დამარცხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი მთავარი საზრუნავი იქნება ყველა იმ პროექტის და პროგრამის განხორციელება, რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს იყო საუბარი.

ჩემთვის ეს არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პირადად ჩემთვის, პრინციპული, ისე, როგორც მთელი გუნდისთვის, იმ ფაქტორების გამო, რაც მე ჩამოვთვალე, ლეგიტიმაციის საკითხი იყო და უამრავი სხვა. მათ შორის, ის ხედვა და გეგმები, რაც გავაცანი ჩვენს მოსახლეობას და მოგეხსენებათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად ვატარებდი აქტიურ კამპანიას და ვესაუბრებოდი მოსახლეობას მშვიდობის მნიშვნელობაზე, სტაბილურობაზე, ჩვენს მიღწევებზე, გაკეთებულ საქმეებზე და ჩვენს მომავალზე და მომავლის გეგმებზე. მათ შორის, ახლა რაც მოხდა, ბოლო პერიოდში, იანვარი-თებერვალი იყო აბსოლუტურად დეპრესიული თვეები, ეკონომიკური ვარდნა გვქონდა გასულ წელს, ვაქცინები არ იყო, როდესაც მოვედი პრემიერ-მინისტრად, ლარი იყო სამნახევარზე და ამ ვითარებაში ჩვენ დავიწყეთ მართვა და სიტუაციის გამოსწორება. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, გაბედული ნაბიჯები, არ მოვერიდები ამის არ თქმას, ცხადყოფს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ჩვენ გავხსენით თანმიმდევრულად და გონივრულად ეკონომიკაც, ბიზნესიც აგვყვა და შემთხვევითი არ არის, რომ 45%-იანი ზრდა, მერე 25%-იანი, 18-იანი, 9 და 10%-იანი, ჯამში 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, მათ შორის, ვაქცინების შემოტანა მილიონობით და ლარის დასტაბილურება, ეს ყველაფერი არის 6 თვიანი მუშაობის შედეგი და არჩევნების 47%-ით მოგება. ეს არის ის კარგი საფუძველი, რასაც უნდა დაეფუძნოს შემდგომი 3 წლიანი განვითარება და სტაბილურობა. მთავარი, რაც მე მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი და მთავარი პასუხისმგებლობა იქნება შემდეგი, რომ ყველა ის სიტყვა, ყველა ის დანაპირები, ყველა ის პროგრამა, პროექტი, რაც ჩამოვთვალე ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ რომ დავდიოდით ჩვენს გუნდთან ერთად, მთავარი საზრუნავი იქნება ყველა ამ პროექტის, ამ პროგრამების განხორციელება, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა არის, არა ამ არასერიოზული კაცის ციხეში ჯდომა, არამედ უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის განვითარება, სწრაფი აღდგენა და რა თქმა უნდა, პანდემიის დამარცხება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.

მე უზომოდ მადლიერი ვარ ჩვენი მოსახლეობის, იმიტომ, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორად გადაწყვიტა, სწორად დაუსვა ბეჭედი რომ იტყვიან და გამოგვყვა, ნდობის მანდატი გაგვიმყარეს. მათ არჩევანი გააკეთეს სტაბილურ განვითარებაზე. მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, იქნება მშვიდობა, მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. იმედი მაქვს, რომ პოლარიზაციაც დაიკლებს, ეს არასერიოზული კაციც საიმედო ადგილას არის მოთავსებული, ასე რომ, მთელი ეს სიტუაცია გვაძლევს ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩემი მთავარი მოტივაცია და მიზანი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მეტი საქმე გავაკეთოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია