fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის – ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები

15:05 სექტემბერი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

„სოკარს“ გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტები ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კომპანია „სოკარის“ ინვესტიციების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ კომპანის ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში და ქვეყანაში მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.

 

 

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მე მინდა ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს მადლობა გადავუხადო ჩამობრძანებისთვის. ბატონი როვნაგ აბდულაევი არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. იგი წარმოადგენს კომპანია „სოკარს“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში. „სოკარს“ ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში და ეწევა ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო,რომ „სოკარს“ გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტები ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება. ჩვენ ვიმყოფებით მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში და ჩვენ ამ მნიშვნელოვან, ლამაზ საჩუქარს გავხსნით დღეს ოფიციალურად. ეს არის საჩუქარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის – თანამედროვე ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი იქნება, ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ როვნაგს და კომპანია „სოკარს“.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი წავახალისოთ და სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. ამას გარდა, მინდა ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ვუთხრა, რომ დღეს ბატონი როვნაგი გახსნის მათი დაფინანსებით სოფელ კაბალში საბავშვო ბაღს, რომელი პროექტის განხორციელებაც ერთი წლის წინ დაიწყო და გეტყვით, რომ სულ რაღაც ერთი წელია ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო და დღეს უკვე ვხედავთ, რომ მზად არის. პროექტი 3 მლნ ლარი დაჯდა. ასე რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი ძმობის, მეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები არიან ჩვენი ძმები და ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. ასევე გეტყვით, რომ სოკართან ერთად მთავრობა ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის გაზიფიცირების სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია. კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისათვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია