fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მიზანია, 10 წელიწადში ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის გაორმაგება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ გახდეს 10 ათას დოლარზე მეტი

12:21 სექტემბერი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
761
ნახვა

7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, 2 მილიარდ 500 მილიონის ინვესტიციას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად და 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს დასაფინანსებლად, რითაც 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა განსაზღვრული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი გამოწვევა იყო ჯანდაცვა და მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება, დაეფინანსებინა საკუთარი მკურნალობა, ოჯახის წევრების მკურნალობა, ხშირად უწევდათ საკუთარი ბინის, ავტომანქანის გაყიდვა და ამ ხარჯებით მკურნალობის დაფინანსება.

„2012 წლიდან, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც შეეხებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რითაც ათასობით ადამიანს ვუმკურნალეთ უფასოდ. საქართველოს მთავრობამ მოახერხა ის, რომ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდ კომპანიასთან ცნობილ – “გილეადთან“ გააფორმა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც 2 თუ 3 მილიარდზე მეტი ღირებულების პრეპარატი უფასოდ გადმოგვეცა, რითაც ვუმკურნალეთ ჩვენს მოსახლეობას და ათასობით ადამიანი განიკურნა C ჰეპატიტისგან. უამრავი სხვა პროექტი და პროგრამა განვახორციელეთ. ამით თავს არ ვიწონებთ, ვიცით, რომ ხარვეზებიც იყო, შეცდომებიც იყო, ყველაფერი, მაგრამ ვინც მუშაობს, იმას შეცდომებიც მოსდის. მთავარია ის, რომ ძირითადი კურსი, ძირითადი სურათი არის გაუმჯობესებული და გვაქვს პროგრესი ყველა მიმართულებით. ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, გაათმაგებული ტემპებით არის მუშაობა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ მაქსიმალურად.

მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის უმუშევრობა და სიღარიბე და სწორედ ამ ორ საკითხზე უნდა ვკონცენტრირდეთ და სიღარიბის აღმოფხვრაზე, დამარცხებაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებზე და აღნიშნა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნით. „ამ 30 წლის განმავლობაში, მუდმივად რაღაც ძიებაში ვართ და ეს ყველაფერი არასწორი ხედვების, არასწორი გეგმების და არასწორი პოლიტიკის შედეგად. ჩვენი პოლიტიკა, რაც დავიწყეთ, ეს იყო ხალხზე, ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა. მცირე, საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნით, უამრავი პროგრამა განვახორციელეთ. ახლა ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა მთელს მსოფლიოში.

ოპონენტები გვეტყვიან, რომ შეიძლება მათთვის ეს ნაკლებად სასიხარულოა, მაგრამ მესმის მათი. გვაქვს 12,2 პროცენტი ეკონომიკური ზრდა პირველ 7 თვეში, რაც არის მართლაც უპრეცედენტო და ბოლო 8 წლის განმავლობაში თუ გადახედავთ, რეგიონში გვაქვს მართლაც სერიოზული ეკონომიკური ზრდა. ჩვენი მიზანი არის, რომ 10 წელიწადში ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის გაორმაგება და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გახდეს 10 ათას დოლარზე მეტი – ეს არის სავსებით შესაძლებელი, დათვლილი, გააზრებული და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ პროექტებს განვახორციელებთ. ყველაფერი ის, რაც ჩამოვთვალე, იმ პროექტების ნაწილია, რომელიც აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
776
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია