ირაკლი ღარიბაშვილი „დაქოქილი თოჯინაა“, დამთავრებულია „ქართული ოცნება“, – ასე აფასებს „ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას.
„ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ „ქართულ ოცნებასაც“ მობეზრდა, რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ღარიბაშვილი ერთხელ როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვა, დამთავრებულია „ქართული ოცნება“, – განაცხადა მელიამ.
რამდენიმე წუთის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.











