fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – „დელტა ტექსტილი“ წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ

16:23 სექტემბერი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
767
ნახვა

„დელტა ტექსტილი“ წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დელტა ტექსტილის“ შექმნამდე, წლების განმავლობაში იყო ხარისხის და მოწოდების პრობლემა და ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია.

პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს და „დელტა ტექსტილის“ ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„“დელტა ტექსტილი“ არის ძალიან წარმატებული პროექტი. მოგეხსენებათ, რომ ეს პროექტი დავიწყეთ 1 წლის წინ და დღეს ხედავთ, რომ სახეზე არის გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება. ყველაფერი იკერება აქ, ამ ფაბრიკაში. 450-მდე თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ქმნიან ამ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას ჩვენი საამაყო ჯარისთვის. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენ უცხოეთში შეკვეთები აღარ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მანამდე, წლების განმავლობაში ხარისხის და ზოგადად მოწოდების პრობლემა იყო და ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია. ამის გარდა, დაახლოებით 20-30% ის ეკონომიაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ თვითღირებულებაში ვუკერავთ ამ ყველაფერს ჩვენს ჯარს და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ ჯუანშერს, „დელტა ტექსტილის“ ხელმძღვანელობას, ყველას, ვინც ამ პროექტში ჩართული იყო და ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“დელტა ტექსტილი” 2020 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაფუძნდა, რათა თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი და ეკიპირება საქართველოში შეიკეროს.

თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით აღჭურვილ ფაბრიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები იკერება. აქვე მიმდინარეობს საბრძოლო ეკიპირების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, საპატრულო ჩანთების, საველე ჩანთების, სანივთე ტომრების, თეთრეულის და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.
განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილმა და “დელტა ტექსტილის” წარმომადგენლებმა მიაწოდეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილეები, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია