დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76 -ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრემიერ მინისტრი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამხვილებს ყურადღებას, რომელიც უსაფრთხოებას და პანდემიას უკავშირდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მთარობის მეთაურს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის. აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში.











