fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი: განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ, ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო

16:10 ივნისი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
789
ნახვა

“განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, მარტში ეკონომიკა 4 %-ით გაიზარდა, აპრილში რეკორდული 44.8%-ით”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაისში მთავრობა 20%-ზე მეტ ზრდას ელოდება.

„განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. გასული წელი იყო ძალიან რთული არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. მარტში ეკონომიკა 4 %-ით გაიზარდა და აპრილში გვქონდა რეკორდული, 44.8% ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტ ზრდას. არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ძალიან მალე იქნება გამოქვეყნებული მაისის თვის ზრდის სტატისტიკური მონაცემები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ას დღეში პოლიტიკური ცხოვრება მეტნაკლებად ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა.

„ბოლო ას დღეში პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდა მეტნაკლებად ნორმალურ კალაპოტს.

დღეს პარლამენტი უკვე სრულფასოვნად, ხალხის მიერ მიცემული მანდატების შესაბამისად ფუნქციონირებს. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ამ პროცესში მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ შარლ მიშელს და ყველას, ვინც ჩართული იყო მედიაციის პროცესში.

ახლა ჩვენს წინაშეა პანდემიის საბოლოოდ დაძლევის, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დაბრუნების ამოცანები“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად პროგრესისა, ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა, რომელსაც სათანადო პასუხი სჭირდება.

„თუმცა საჭიროა კიდევ უფრო შორს გავიხედოთ. პარლამენტში ჩვენს წინა შეხვედრაზე გითხარით, რომ ჩემს ამოცანად მიმაჩნია, არ დავჯერდეთ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე მიღწეულ წარმატებებს და იმ პროგრესს, რომელიც ყველა მიმართულებით გვაქვს. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ პრობლემებსა და გამოწვევებს, არა მხოლოდ ქვეყნის ოკუპაციას, არამედ უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალ დონეს.

დღეს საქართველოში 300 ათას ადამიანზე მეტია უმუშევარი, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 22 %-ია.

მაისის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღები არის 153 394 ოჯახი, ეს არის დაახლოებით 550 000 ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის 180 000 ბავშვი.

მხოლოდ ეს ციფრები გვარწმუნებს, რომ საჭიროა უფრო ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
776
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია