fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება, არც მომხდარა და არც მოხდება

13:43 სექტემბერი 12, 2021
წაკითხვის დრო:10 mins read
A A
0
758
ნახვა
მინდა, ძალიან მოკლედ შევაფასო ჩვენს მიერ განვლილი ძალიან საინტერესო პერიოდი – ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ასპინძის მერობის კანდიდატის, როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ყველა მიმართულებით და პროგრესი და სიკეთე მართლაც ხელშესახებია, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების მოწესრიგება, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალმომარაგების პროექტები, სოფლის მეურნეობის თუ ადგილობრივი წარმოების მიამრთულებით უამრავი პროექტი დაფინანსდა.
„ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ უჭირს და მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, სიღარიბე, რომელიც ჩვენი მთავრი საზრუნავი უნდა იყოს. ჩვენ შევძელით ბოლო 7 არჩევნებში ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვება და ახლა ვემზადებით ასევე ღირსეული და ძლიერი გამარჯვებისთვის 2 ოქტომბერს. ჩვენ ახლა ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. თითოეულ რეგიონზე არის მორგებული ყველა ის პროექტი, რომელიც ახლა მუშავდება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენი გეგმის მიხედვით, არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენს უნიკალურ ქვეყანას გააჩნია, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, მეცხოველეობის განვითარება, უამრავი სხვა, რომელიც ამ რეგიონს გააძლიერებს, ფეხზე დააყენებს სოფელს და სოფლის მოსახლეობას. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენ არაერთ ეფექტიანი ნაბიჯი გადავდგით ბოლო წლების განმავლობაში. დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები – „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში შეიქმნა სულ მცირე 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, დაფინანსდა ასეულობით ახალი საწარმო, გადაიარაღდა არსებული საწარმოები და ახლებიც აშენდა. მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მაგრამ გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვაპირებთ ამ პროგრამების გაფართოებას და 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით და 1300-მდე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება. 350-ზე მეტი სფერო გამოვკვეთეთ, რომელიც უნდა დაფინანსდეს ჩვენი მთავრობის და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით. ეს მინიმუმ 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის მომდევნო 3-4 წელიწადში. ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ეს იქნება გზების, მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, წყალგაყვანილობა, რომ ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალი ჰქონდეს. ასევე გამოწვევაა 3 ათასამდე სოფელს არ მიეწოდება სტანდარტის შესაბამისი, ხარისხიანი წყალი. გვაქვს დეტალური გეგმა, როგორ დავძლიოთ ეს გამოწვევა. ხელშესახები პროგრესი გვაქვს გზების მშენებლობის მიმართულებით. ყველა მუნიციპალიტეტში განახლებულია გზები, ხიდები და ეს პროცესი გაგრძელდება. ჯამში 8 წლის განმავლობაში 10 ათას კილომატრამდე გზას ჩაუტარდა აღდგენა, რეაბილიტაცია, მათ შორის ისეთ გზებს, რომლებიც ღთუნდაც საბჭოთა კავშირის დროს არ იყო აღდგენილი. ჩვენ გაათმაგებული ტემპებით უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან ჩვენს მოსახლეობას ჯერ კიდევ უჭირს, სიღარიბე და უმუშევრობა არის მთავარი გამოწვევა“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, 175 ახალი სკოლა აშენდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, 250 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა და ასეულობით ახალი ბაღის აშენება და რეაბილიტაცია მოხერხდა ამ მოკლე პერიოდში. „ახლა ვიწყებთ 800 სკოლის რეაბილიტაციას თანამედროვე ევროპული სტანდარტების მხიედვით, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა ისწავლონ თანამედროვე, ევროპული ტიპის სკოლებში. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და გაათმაგებული ტემპებით, უფრო მაგარი ენერგიით მუშაობა და ძალიან დიდი ძალისხმევა. ასევე ამ ყველაფერს სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. სტაბილურობის გარეშე არავითარი განვიტარება არ იქნება, არც მომხდარა და არც მოხდება“, – აღნიშნა პრემიერმა.
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია