fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – კარგად გვახსოვს, 8-9 წლის წინ საჩვენებელი გზები იყო დაგებული

18:12 სექტემბერი 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
764
ნახვა

ძალიან არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს როცა ვსაუბრობ და ვახსენებთ მათ მძიმე დანაშაულებს. შეცდომებს კი არა, მეგობრებო, დანაშაულებს ვახსენებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არსებობდა არაპროგნოზირებადობის განცდა და მოქალაქეები და ბიზნესი ვერ გეგმავდნენ მომავალს.

„მოქალაქე ვერ გეგმავდა საკუთარ დღეს იმიტომ, რომ ბიზნესმენმა არ იცოდა, თუ რაღაც არ მოეწონებოდა ხელისუფალს, ან გადატრიალებული რაღაც შეპასუხება ჰქონდა ან რაღაცაზე უარს ეტყოდა, მან გარანტირებულად იცოდა, რომ დაკარგავდა ბიზნესს, მას აუწიოკებდნენ ოჯახს, კარგ შემთხვევაში ციხის გარეშე დაასრულებდა და დათმობდა ბიზნესს. ეს ხომ კარგად გვახსოვს და კარგად გვესმის როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით სულ რაღაც 8-9 წლის წინ. ის, რომ არავითარი თავისუფლების განცდა და ნიშან-წყალი ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდათ, ეს რაიმე ახალია თუ რაღაც სხვა სამყაროზე ვსაუბრობთ?! ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოქალაქეების ჩაგვრა და უსამართლობა იყო ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების ნაწილი. მე ვახსენე პროგნოზირებადობა და სტაბილურობის განცდა და სწორედაც ეს პროგნოზირებადობა და სტაბილურობის განცდა მოიტანა “ქართულმა ოცნებამ”. 1-ლი ოქტომბერი ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, საერთო გამარჯვება, საძირკველი და საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა. “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომელიც არის ხალხზე ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებაზე, სიკეთეზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი ძალა. ჩვენ ჩვენი ხელწერით, ჩვენი საქმით ვამტკიცებთ ამ ყველაფერს და ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები და რაღაც ლამაზი სიტყვები, პირიქით, ჩვენ ჩვენი ქმედებით ვამტკიცებთ და ვადასტურებთ თითოეულ სიტყვას. თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, განახორციელა ისეთი პროგრამები, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა. მოგეხსენებათ კარგად, როგორი მდგომარეობა იყო მანამდე – ჩვენს მოქალაქეებს უწევდათ საკუთარი სახლის, ავტომობილის გაყიდვა, დაგირავება იმისთვის, რომ ჯანმრთელობის ელემენტარული სერვისი, მკურნალობა ჩაეტარებინათ. ჩვენ განვახორციელეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, თუნდაც ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რითაც ათასობით ადამიანმა, ჩვენმა თანამოქალაქემ ისარგებლა და სრულად განიკურნა სრულიად უფასოდ. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანია “გილეადთან” გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების წამლები უფასოდ მივიღეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი პროექტი განხორციელდა განათლების მიმართულებით; აშენდა 170 ახალი სკოლა, 250 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია-აღდგენა თანამედროვე ევროპული ტიპის სტანდარტების მიხედვით, ასევე მოხდა ასეულობით ბაღის რეაბილიტაცია.

„ჩვენ ახლახან მოვინახულეთ ახლად გარემონტებული, თანამედროვე – ევროპული სტანდარტების მიხედვით გაკეთებული საბავშვო ბაღი, 80 ბავშვზე გათვლილი, ასევე აქვე მშენებარე ახალი სპორტული კომპლექსი. გვაქვს მიღწევები ყველა მიმართულებით, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ 2 მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ათასობით ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა პროგრამის ფარგლებში როგორიც არის “დანერგე მომავალი”, 14 ათასი ჰექტარი ახალი მრავალწლოვანი კულტურები გაშენდა ქვეყანაში, 6 500 ჰექტარზე მეტი ახალი ვენახები გაშენდა ანუ ფერმერმა, ჩვენმა მოქალაქეებმა დაიჯერეს და აქვთ განცდა უკეთესი ხვალინდელი დღის, ნახეს რომ არის დაფასებული შრომა, ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა თუნდაც გზების მოწესრიგების მიმართულებით, ჩვენ კარგად გვახსოვს 8-9 წლის წინ საჩვენებელი გზები იყო დაგებული მხოლოდ და იმ გზასაც ათჯერ ხსნიდნენ სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა მხრიდან, ჩვენმა ხელისუფლებამ 10 ათასი კილომეტრი გზა დააგო და რეაბილიტაცია ჩაუტარა ჯამში 10 ათას კილომეტრ გზას, 150 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა დაიგო. მე დღეს მოვინახულე ქვეშეთი-კობის მშენებარე გზა და ის უნიკალური გვირაბი, რომელიც შენდება. ეს არის 9-კილომეტრიანი უნიკალური გვირაბი. კომუნისტების დროს ყველაზე დიდი გვირაბი რაც აშენებულა ქვეყანაში ეს არის დაახლოებით 1800 მეტრამდე გვირაბი, რომელიც რიკოთზე მდებარეობს. 1 700 მეტრიანი ახალი გვირაბი ავაშენეთ დარიალის ხეობაში, ახლა 9-კილომეტრიანი ახალი გვირაბი შენდება და გადაადგილება იქნება ძალიან კომფორტული და ძალიან შემცირდება ზოგადად ეს დრო. სულ რაღაც საათ-ნახევარში თბილისიდან ყაზბეგში შეგვეძლება ჩასვლა მას შემდეგ, რაც დავასრულებთ ჩვენ ასევე ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობას. გუდაური განვითარდება და ზოგადად, გუდაურში დამსვენებელს, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეს, არამედ ტურისტებს, ერთ საათში შეეძლებათ ჩასვლა. ეს ყველაფერი შენდება და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი კეთილდღეობა, მეტი კომფორტი ჰქონდეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია