fbpx
07/07/2022
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი

14:59 დეკემბერი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის კუთხით გატარებული რეფორმებით ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა.

„სანამ სამომავლო მასშტაბურ გეგმებზე გადავალ, მინდა შევეხო ბოლო დროს დაანონსებულ ინიციატივებს და ჩვენს მოსახლეობას მათი მნიშვნელობა შევახსენო.

პირველ რიგში, მინდა შევეხო შრომისა და სოციალურ პოლიტიკას. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ტოტალური პრივატიზაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის შედეგად, განიავდა სახელმწიფო ქონება, დაინგრა, მოიშალა ყველაფერი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები ჩამოიშალა, ცოდნისა და პროდუქციის წარმოება კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა. ამის შემდეგ, ვერც მოჩვენებითმა დაჩქარებულმა რეფორმებმა და ტოტალური დერეგულაციის პოლიტიკამ ვერ ამოავსო სოციალური უთანასწორობა და რიგითი მოქალაქეების ყოფა თვისობრივად ვერ გააუმჯობესა, ვერ მოგვარდა ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემა – უმუშევრობა და სიღარიბე. 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის, ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმებით, სახელმწიფოს როლის ზრდით, რომელიც როგორც ბიზნესის სტიმულირებაში, ისე რიგითი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა გრანტებისა თუ თანადაფინანსების მექანიზმების შექმნაში გამოიხატა, ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა. საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციების დაკავებისა თუ რეალური ცხოვრების გაუმჯობესების მიუხედავად, ჩვენს ეკონომიკას კვლავაც გააჩნია სტრუქტურული პრობლემები. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სოციალური პოლიტიკაა, რომელიც დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან თითქმის 300 000-მდე შრომისუნარიან მოქალაქეს უმუშევრობისა და უმოქმედობისკენ უბიძგებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები და ამ ადამიანებს ქვეყნის აღმშენებლობაში ჩავრთავთ, მივცემთ მოტივაციას, სოციალური დახმარების მიღებასთან ერთად, დაიწყებენ სამუშაოს, შეძლებენ აიმაღლონ კვალიფიკაცია ან ახალი პროფესია აითვისონ. მასშტაბური სამუშაო ძალის დასაქმება და მათი ჩართვა ეკონომიკაში საშუალებას მოგვცემს, ეტაპობრივად შევამციროთ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, შემწეობის ნაცვლად მათ უკეთესი ხელფასი უნდა მივცეთ, დავასაქმოთ, ჩავრთოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და შრომისუნარიანი ადამიანები კონკურენტულ, მოტივირებულ მოქალაქეებად ვაქციოთ, რომლებიც შრომის ბაზარზეც სრულფასოვნად ჩაერთვებიან. მე მინდა აღვნიშნო, რომ მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის. ფაქტია, რომ მხოლოდ შემწეობის იმედზე ყოფნა, უმუშევრობა, მოტივაციის არარსებობა ადამიანებს უბიძგებს, ჩაერთონ აზარტულ თამაშებში, ჩაებან ნარკომანიის მანკიერ წრეში და როგორც საკუთარი თავები, ისე მათი ოჯახები გააუბედურონ. მეგობრებო, ეს უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
765
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
774
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022
775

ბლუთუზ დინამიკების გამორჩეული მახასიათებლები

მაისი 24, 2022
772

რა უნდა გავითვალისწინოთ თბილისში ბინის მოძებნისას

მაისი 24, 2022
772

სახლის დაცვა თანამედროვე საკეტის მექანიზმების დახმარებით

მაისი 24, 2022
768

რა დანიშნულება აქვს სასოფლო-სამეურნეო კრედიტს?

მაისი 24, 2022
767

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.1k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.2k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.4k

ბოლო სტატიები

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია