fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – მთავარი მონაპოვარი, რომელიც მოიტანა ჩვენმა დიდმა გუნდმა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის სწორედ თავისუფლება

17:39 სექტემბერი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
771
ნახვა

მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის მიღწევები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ქვეყანაში; მთავარი მონაპოვარი, რაც უკავშირდება 1-ელ ოქტომბერს, იმ გამარჯვებას, რომელიც მოიტანა ჩვენმა დიდმა გუნდმა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის სწორედ თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც შემდგომში განაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართულებით მიღწეულია ხელშესახები პროგრესი – იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ გვჭირდება მეტი საქმის კეთება, გაათმაგებული ენერგიითა და ტემპებით მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენი ძვირფასი ხალხის მთავარი გამოწვევა – უმუშევრობა და სიღარიბე, ერთად იქნას დაძლეული რაც შეიძლება მოკლე ვადებში. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, გრძელვადიანი განვითარების ხედვა თითოეული სექტორის მიმართულებით. ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება და ასეც არის, რადგან ჩვენ ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოვახდინეთ ბოლო წლების განმავლობაში. ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. 1000-ზე მეტ ახალ საწარმოს დავაფინანსებთ და შეიქმნება მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ვგეგმავთ, იმგვარად გადავანაწილოთ ეს სიკეთე, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყოს აღნიშნული პროგრამების განხორციელება. თითოეულ მუნიციპალიტეტზე გვაქვს მორგებული პროგრამები, რომლებიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და სიკეთეს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამცხე-ჯავახეთის მხარეს, რომელიც ცნობილია ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლებით, უზარმაზარი პოტენციალი აქვს ტურიზმის მიმართულებით.

„ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას ახალი ტურისტული ლოკაციები, ტურისტული ცენტრები, რათა კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი ჩავიდეს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში. ჩვენ საკმაოდ ხელშესახები პროგრესი გვქონდა განათლების მიმართულებით. გვესწრება ბატონი მიხეილ ჩხენკელი, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განავითაროს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს განათლების სისტემა ქვეყანაში. ჩვენ ვაშენებთ სკოლებს, ბაღებს, 170 ახალი სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია განვახორციელეთ, ასეულობით ახალი საბავშვო ბაღი აშენდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, მაგრამ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. ბატონ მიხეილს აქვს გეგმა, 800 სკოლა იქნას რეაბილიტირებული თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. გვაქვს გეგმა, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში აშენდეს პროფესიული სასწავლებელი, ჩამოვიყვანთ უცხოელ სპეციალისტებს, რომ ადგილზე მივცეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის პროფესიული განათლება ჩვენს ახალგაზრდებს“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია