საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ლეგენდარულ ჩოგბურთელთან როჯერ ფედერერთან ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა.











