ვაქცინაციის პროცესში არავითარი შეფერხება არ იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ფაიზერთან” მილიონმი დოზის შემოტანაზე.
„ივნისი-ივლისის თვეებში ჩვენ დაახლოებით მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ჩართული ვარ. „ფაიზერის“ პრეზიდენტან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ქარხნებთან დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. ასევე „მოდერნასთან“ და „ნოვავაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.











