fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პრემიერი: ყველა სფეროში მოვიტანეთ რეალური პროგრესი და ხელშესახები განვითარება

15:26 სექტემბერი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
768
ნახვა

ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ერთგულებას, სწორედ თქვენი ერთგულებით, გვერდში დგომით, ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ და გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს დღეს ალტერნატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა საქმით დაამტკიცა, რომ არის ერთადერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად ფიქრობს და ზრუნავს მოქალაქეების გაჭირვებაზე, პრობლემებზე და ქვეყნის გაძლიერებაზე.

„ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ვიდრე ამის თაობაზე მოგახსენებთ, მინდა გითხრათ, რა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი. მე ამას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი ნაწილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენ დავასრულეთ ტრადიციული სამოქალაქო დაპირისპირების და სამოქალაქო ომების ეპოქა და უზრუნველვყავით გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც განაპირობა განვითარება ყველა მიმართულებით. პროგრესი სახეზეა, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, ყველა სფეროში მოვიტანეთ რეალური პროგრესი და ხელშესახები განვითარება. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა, რაც უნდა გადავჭრათ, გაათმაგებული ტემპებით მუშაობით და კიდევ უფრო მასშტაბური იდეების და რეფორმების განხორციელებით“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში, სამცხე-ჯავახეთის ულამაზეს რეგიონში მილიარდი ლარის 6 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა.

„თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში განახლდა გზები, აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობის პროექტები, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც მართლაც ხელშესახებია. სერიოზული წინსვლა გვქონდა ისეთი დარგების მიმართულებით, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოებისა და ტურიზმის განვითარება. თუნდაც მხოლოდ ბორჯომში, ამ რეგიონში 20-ზე მეტი სასტუმრო დაფინანსდა, ამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობაც იყო. ძალიან ბევრი საწარმოს შექმნა თუ გადაიარაღება განხორციელდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო ამბიციური, მასშტაბური გეგმები და ხედვები, თუ როგორ დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბე და როგორ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია