fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – ქვეყანაში ომების და რევოლუციების დრო დამთავრდა

15:44 სექტემბერი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
779
ნახვა

2 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ამ არჩევნების შემდეგ , 3 წელი ექნება მთავრობას და ხალხს, რომ რეალური საქმე დავიწყოთ და რეალურად მოვახდინოთ კონცენტრაცია იმ პრობლემებზე და იმ გასაჭირზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს, – 2 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ამ არჩევნების შემდეგ , 3 წელი ექნება მთავრობას და ხალხს, რომ რეალური საქმე დავიწყოთ და რეალურად მოვახდინოთ კონცენტრაცია იმ პრობლემებზე და იმ გასაჭირზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას და არეულობის შემოტანის მცდელობას.

„3 წელი ქვეყანაში აღარ უნდა იყოს არჩევნები და ასეც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ პატივს ვცემთ კანონს და კონსტიტუციას და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს. ეს არჩევანი მათ დააფიქსირეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში, რითაც ჩვენ მორიგი მანდატი გადმოგვეცა, რომ ვმართოთ ქვეყანა 4 წლის ვადით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ წესებს დავიცავთ და ამ არჩევნებს ჩავატარებთ მშვიდობიანად. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. რაც მთავარია, ჩვენი საერთო მობილიზებით, არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არავითარ შეცდომას არ დავაშვებინებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც რეალურად, ვთქვათ პირდაპირ, რომ წარმოადგენენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალას და არავის მივცემთ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის უფლებას. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ დამთავრდა ქვეყანაში ომების და რევოლუციების დრო, ახლა დრო დადგა განვითარების, წინსვლის და კეთილდღეობის ჩვენი მოქალაქეებისთვის. განვითარებას შევიტანთ ჩვენ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბორჯომის პოტენციალზე და ისაუბრა „განახლებული რეგიონების“ პროგრამაზე, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას გულისხმობს.

„ბორჯომზე ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას. ბორჯომს აქვს უზარმაზარი, უნიკალური პოტენციალი, რომ გარდაიქმნას ერთ-ერთ გამორჩეულ საკურორტო ადგილად მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა, რაც გულისხმობს ეტაპობრივად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას. რეალურად, ჩვენ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი უნდა გარდავქმნათ ევროპული ტიპის ქალაქებად, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას გამოიწვევს და ვაქცევთ რეალურად ევროპულ სახელმწიფოდ. წელს ვხარჯავთ 500 მილიონს ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ახალი პროგრამა და პროექტი დაფინანსდება მომდევნო წლებშიც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას აქტიურად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის შესახებ და აღნიშნა, რომ ოთარ არბოლიშვილი წესიერებით გამორჩეული ადამიანია, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ კანდიდატებს. ვარჩევთ ისეთ ხალხს, რომლებიც უანგაროდ და დიდი სიყვარულით ემსახურება და მოემსახურება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ამიტომ, ბორჯომში შევარჩიეთ ძალიან წესიერი, ყურადღებიანი, მზრუნველი კაცი მშრომელი, თავისი უნარებით გამორჩეული, ბატონი ოთარ არბოლიშვილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება და ვიცი, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯება, ბოლომდე მოემსახურება ბორჯომს და თავის საყვარელ ხალხს. ჩვენ ასეთი ხალხი გვჭირდება – წესიერებით გამორჩეული და უნარებით გამორჩეული ხალხი, რომლებიც მხოლოდ საქმეზე იფიქრებენ, მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე იფიქრებენ და იზრუნებენ და 24 საათის განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია