პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობის შესაძლო დატოვებას გამორიცხავს და ამბობს, რომ აბსურდია.
„ბატონი თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი, აბსოლუტურად გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ეს აჟიოტაჟი. ეს არის აბსურდი და არავითარი სერიოზული კომენტარი არ შეიძლება ამაზე გავაკეთო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.











