fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა; ეს პერიოდი, მაქსიმუმ 2-3 თვე გავიჭირვოთ და ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი

13:08 აგვისტო 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
765
ნახვა

“ძალიან ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანცია და ხალხმრავალი შეკრებების, ქეიფების, ქორწილების და ქელეხების, სამწუხაროდ, არ გამართვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ 2-3 თვე არ გადაიხადონ ქორწილები და ქელეხები, რადგან სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამავრცელებელი ვირუსის.

„თქვენი მისამართით და ზოგადად, მედია გვესწრება და მინდა, კიდევ ერთხელ, მივმართო მოსახლეობას თხოვნით, რომ ეს პერიოდი, მაქსიმუმ 2-3 თვე გავიჭირვოთ და ეს ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, გამავრცელებელი ვირუსის. ქორწილის გადახდა შემოდგომაზე, მგონი, კიდევ უფრო სასურველია.

ჩვენ ახლა მოგვიწია გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენი გათვლებით, არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე და მეორეს მხრივ, მინდა, აქვე ვისაუბრო, კიდევ ერთხელ, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ვაქცინების საკმარისი რაოდენობის შეტანა, ჩვენ ეს მოვახერხეთ.

ოპონენტები გვაკრიტიკებენ, კიდევ რაღაცეებს გვაბრალებენ, მაგრამ ფაქტი არის სახეზე და ჩვენ ყოველთვის შედეგზე უნდა ვისაუბროთ. შედეგი არის ის, რომ ქვეყანაში 3 მლნ-ზე მეტი ხარისხიანი ვაქცინები გვაქვს – „ფაიზერი“, ჩინური ვაქცინები და ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომია ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს.

„მიმდინარეობს ტენდენცია გლობალური და ვისმენთ რა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებებს, პროგნოზებს, ეს პანდემია გაგრძელდება, მეგობრებო. ეს არ დასრულდება წლის ბოლოს. ვინმეს არ ჰქონდეს პროგნოზი და განცდა, რომ მთელ მსოფლიოში პანდემია დასრულდება წლის ბოლო, ასე არ იქნება, არ მოხდება, შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე წელიწადი, 2-3. მეცნიერები ვერ ამბობენ ზუსტ პროგნოზს, იმიტომ, რომ დამოკიდებულები არიან ადამიანების, ანუ ჩვენს ქცევაზე.

ჩვენი ქცევა რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში, ყველაზე გონივრული და მომიტევეთ, ჩემს მოკრძალებულ აზრს გეტყვით კიდევ ერთხელ – აუცილებელია აცრის ჩატარება, როგორც ადამიანები იცრებიან ჩვეულებრივ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, ანალოგიურად მიმდინარეობს ტენდენცია და საუბარი იმაზე, რომ ანალოგიურად დაიწყება და დამკვიდრდება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში აღნიშნული აცრების ჩატარება.

აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს აღნიშნულ აცრას. ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა, საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას.

შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და უნდა ავიცრათ ყველა, დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები, მეგობრები, რომ ყველა ავიცრათ.

მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ვიცი ჩემს ირგვლივ, ახლობლები, რომლებიც ძალიან ჯანმრთელები, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კოვიდს შეეძლო გამოეწვია მათი სიკვდილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიპანდემია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია