საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მომავალი, მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.
მან ასევე თქვა, რომ იგი ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვერ იქნება.
„მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სჭირდება სიარული, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, გააჩნია, სად არის. შტაბის ხელმძღვანელი ამ ფუნქციას ვერ შეითავსებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











