პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ირაკლი კობახიძე პარტია “ქართული ოცნების” ღირსეული თავმჯოდმარე იქნება.
„ირაკლი კობახიძე შესაბამის განცხადებას გააკეთებს. ჩემი ღრმა რწმენითა და ჩვენი წინასწარი შეთანხმებით, ის იქნება თავმჯდომარე. რამდენად გაართმევს თავს, ეს მომავლის საკითხია, მაგრამ ყველა დარწმუნებული ვართ, მას შესწევს უნარი, იყოს კარგი ლიდერი, კარგი მეგობარი და თავისი განათლების ხარისხით კიდევ ერთხელ დაანახოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარეს ღირსეული შემცვლელი ჰყავს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.










