fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი კობახიძე: ზუსტად რაც ეწერა დოკუმენტის ტექსტში, ის ზედმიწევნით შესრულდა

22:59 ივლისი 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

მოლაპარაკებები, რომელიც წარიმართა შარლ მიშელის შეთანხმების ტექსტის გარშემო, ამ ფორმატს ვესწრებოდით სამი ადამიანი„ქართული ოცნებიდან“, მე, შალვა პაპუაშვილი და არჩილ თალაკვაძე. ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკომისიის დელეგაციის ოფისში, თბილისში. ჩვენ გვქონდა ამ პუნქტებზე საუბარი და შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ რამეზე, ზეპირი იყო ეს შეთანხმება და შემდეგ ზედმიწევნით აისახა შეთანხმების ტექსტში. თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ ხომ არ ჯობდა თავიდან დაწყებულიყო პროცესი. ჩვენ არგუმენტით ვუპასუხეთ პარტნიორებს, რომ ეს მიზანშეწონილი არ იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ კონკურსი უკვე თვეების წინ იყო დაწყებული. თვეების განმავლობაში შეიტანეს საბუთები კონკურსანტებმა, ჩატარდა ინტერვიუები. არცერთ შემთხვევაში იყო მიზანშეწონილი კონკურსის შეწყვეტა და ახლის გამოცხადება, რაც გაიზიარეს ჩვენმა პარტნიორებმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

„ამის შემდეგ გადავედით განსხვავებულ ვერსიაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო კანონი ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად. სამი საკვანძო რეკომენდაცია იყო, ღია კენჭისყრა, ორმაგი გასაჩივრება და ქულებზე მიბმული გადაწყვეტილებები. მანამდე უნდა დაპაუზებულიყო შერჩევის პროცესი. ეს სიტყვა აისახა დოკუმენტშიც. რა იგულიხმებოდა დაპაუზებაში შევთანხმდით ზეპირად და ჩაიწერა ზუსტად ტექსტში. დაპაუზებას ხომ ორნაირად ვერ განმარტავ. დაპაუზება, ეს არის არა შეწყვეტა, არამედ დროებითი შეჩერება. რა აზრი აქვს 6 თვე ან ერთი წელი რაღაცის გაწელვას, რაღაცის გამო უნდა შეაჩერო. ეს წერია ასევე მიშელის დოკუმენტში, ეს იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ იქ გავაგზავნეთ კანონპროექტი, მივიღეთ დადებითი დასკვნა. ასევე შეთანხმებაში წერია ის, რომ ახალ კანდიდატებსაც უნდა მისცემოდათ კონკურსში მონაწილეობის საშუალება. დამატებით ერთი კვირით გამოცხადდა საბუთების მიღება. რაც შეთანხმებაში ეწერა, ყველაფერი გავაკეთეთ ზედმიწევნით. მომისმენია სპეკულაციები, რომ თუ კანონპროექტი უკვე მზად იყო, რატომ დარჩა 19 აპრილის დოკუმენტში. 31 მარტს გამოქვეყნდა დანიელსონის დოკუმენტი მას შემდეგ ეს დოკუმენტი აღარ შეცვლილა, ზუსტად იგივე ჩანაწერებია დარჩენილი. როდესაც გამოქვეყნდა მე გამოვედი იმავე საღამოს და ვთქვი, რომ მიუხედავად იმისა, მოეწერებოდა თუ არა ხელი ამ დოკუმენტს, ჩვენ მაინც განვახორციელებდით არჩევნებთან და სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს. მომდევნო დღეებში ჩვენ ვიმოქმედეთ ამ დაპირების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან დოკუმენტი ხელმოწერილი არ იყო ჩვენ 19 აპრილამდე შესაბამისი კანონი. როდესაც ეს ჩანაწერი ჩარჩა დოკუმენტში, ამაზე მქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენელთან და მივანიშნეთ უზუსტობებთან დაკავშირებით. მივიღეთ თხოვნა, რომ არ შეგვეცვალა ჩანაწერები, რომ არ გართულებულიყო ოპოზიციის დათანხმება და უზუსტობები დაგვეზუსტებინა მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერებოდა. შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს ჩვენმა კოლეგებმა სიტყვიერად შეათანხმეს, რომ დაზუსტებებს საჭიროებდა და ამაზე მუშაობა გაგრძელდებოდა მოგვიანებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია