„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმის ტრაგედიას გამოეხმაურა.
„სიტყვებით რთულია იმ მწუხარების გადმოცემა, რომელიც ასეთი ტრაგედიის დროს გეუფლება. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი, განსაკუთრებით თითოეული ბავშვი, რომლის გადარჩენის იმედიც გუშინ ყველა ჩვენგანს უკანასკნელ წუთამდე არ ტოვებდა, უდიდესი ტკივილია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს. მადლობა მაშველებს თავგანწირვისთვის!“ – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე.











