„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ყოფილი თანაგუნდელის, გუბაზ სანიკიძის შესახებ საუბარი არ სურს. როგორც ოქრუაშვილმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, სანიკიძის შესახებ მეტს არაფერს იტყვის.
„იმაზე მეტის თქმას, რაც პოსტში დავწერე, საჭიროდ არ ვთლი, რადგან ეს ის თემა არ არის, რომ მაგაზე ვილაპარაკო“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.
კითხვაზე, წავიდა თუ არა გუბაზ სანიკიძე „გამარჯვებული საქართველოდან“ საკუთარი ნებით? ოქრუაშვილი გვპასუხობს:
„ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ ვთქვი, საჭიროდ არ ვთვლი, რომ ვთქვა“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი თანაგუნდელის, გუბაზ სანიკიძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
“ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა “დიდი ხანია” და ვისთანაცაა, ურჩიეთ ესეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლით მეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს“.
აღნიშნულ პოსტს წინ უძღოდა გუბაზ სანიკიძის განცხადება, რომელშიც სანიკიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ის საელჩო უსმენს”.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











