fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ

13:52 აგვისტო 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
807
ნახვა

სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს უმძიმეს მდგომარეობასთან საქმე, როდესაც პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ ,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში უცხოეთის მოქალაქის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ადამიანები, თითქოს ჩასაფრებულები არიან, ოღონდ ვინმე გარდაიცვალოს, შემდეგ ამაზე ააწყონ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახალხო კამპანია. დღეს უკვე საერთაშორისო მასშტაბით უნდათ ამ კამპანიის გაშლა, რომ საქართველოში ტურისტი არ ჩამოვიდეს და რამენაირად საქართველოში ეკონომიკა დაზიანდეს. ეს არის ავადმყოფური კამპანიის დაგეგმარების მდგომარეობა. სტატისტიკა რომ შევადაროთ, 100 ათასს ადამიანზე, მკვლელობის კუთხით თუ შევადარებთ, საქართველოში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში , კანადაში და ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი და ა.შ . ანუ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 18-ს ჩვენზე უარესი მაჩვენებელი აქვს. სამწუხაროა ყველა ადამიანის გარდაცვალება, მით უმეტეს ძალადობრივი გზით, მაგრამ ამის გამოყენება იმისათვის, რომ ქვეყანაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მიიტანო იერიში და საერთაშორისო დონეზე შენს ხალხს იმიჯი დაუზიანო, ამას მხოლოდ ასეთი ავადმყოფური ქართული პოლიტიკის ადეპტები თუ ახერხებენ. ისიც დადგმული კამპანიაა, რომ ხელისუფლება უწყობს სიძულვილს ხელს, პირიქით, ისინი არიან ამ სიძულვილის ტირაჟირებით დაკავებულნი. თუ პლაკატი „არა ნაცებს“ სიძულვილია, მაშინ ესენი რასაც აკეთებენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუწოდებენ ხალხს, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ, ეს სიძულვილიც აღარ არის, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ აუტანლობა. ქვეყანაში არის ნორმალური მდგომარეობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს თუ შევადარებთ იმ მდგომარეობას, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველა მიმართულებით, მათ შორის მძიმე დანაშაულები, მრავალჯერ არის შემცირებული. გამომდინარე აქედან, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურ ტყუილზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული. პრევენცია მუდმივად ხდება, მაგრამ სამწუხაროდ, დანაშაული მსოფლიოში მაინც ხდება, ვერავინ ვერ იტყვის, რომ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც დანაშაული ხდება, მაგრამ არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც როგორც სვავები ისე არიან შემომჯდარები და ელოდებიან იქნებ ვინმე გარდაიცვალოს, რომ ამაზე ააწყონ ყველაფერი, დაზაფრონ ხალხი და არა მარტო ჩვენი ხალხი, არამედ გლობალურ მასშტაბზე გაიტანონ ეს მათი ავადმყოფური შურისძიება ქართველ ხალხზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოში ავსტრალიის მოქალაქე გარდაცლილი გუშინ იპოვეს.

თეგები: ირაკლი ქადაგიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ოპოზიციას ამოძრავებს მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მანიაკური სწრაფვა – ირაკლი ქადაგიშვილი

ნოემბერი 24, 2021
889
პოლიტიკა

სააკაშვილის შიმშილობის ფორმა ისეთია, რომ მისი ჯანმრთელობა არ ზიანდება – ირაკლი ქადაგიშვილი

ნოემბერი 16, 2021
800
პოლიტიკა

დიახ, ჩვენ გვეშინია, რომ ოპოზიციის უგუნურმა მოქმედებებმა კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე არ მიიყვანოს პატიმრის და საზოგადოებრივი უსაფრთხოება – ირაკლი ქადაგიშვილი

ნოემბერი 10, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია