„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ყველა პოლიციელის სახელი და გვარი იციან და ყველას „მისამართს უნდა მიაკითხონ“.
ირაკლი სესიაშვილი სააკაშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.
„ამაზე მეტი პოლიტიკური ნაძირლობა რა უნდა იყოს, როცა ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს ღირსეულ პოლიციელებს დოქსოპოულებს ეძახის და მოქალაქეებს მოუწოდებს სახლში მიუვარდნენ და იძალადონ. ეს ძალიან სამარცხვინო საქციელია. ყველას უნდა ესმოდეს, ჩვენი პოლიციელები იცავენ ქვეყანას“,- განაცხდა ირაკლი სესიაშვილმა.











