ბოკერია საშვის გარეშე ისედაც ვერ შემოდიოდა პარლამენტში და ვერ გავიგე რა კენჭისყრა ჰქონდათ?, – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს სხდომას, ირაკლი ზარქუა, სადაც პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღეს.
“სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ წარდგენილი, პარლამენტში ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე, თუ არ ვცდები, ტოვებს პარტიას და ბოკერია საშვის გარეშე ისედაც ვერ შემოდიოდა პარლამენტში და ვერ გავიგე რა კენჭისყრა ჰქონდათ?”, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი, ტარიელ ნაკაიძე მე-10 მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შედის. ნაკაიძემ ევროპული საქართველო დატოვა.
ასევე ნახეთ: ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის










