ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი მანამდე სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი, ებრაჰიმ რაისი გახდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაისიმ არჩევნებში 18 მილიონამდე ხმა მიიღო.
მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სხვა არც ერთ კანდიდატს 3 მილიონ 300 ათასზე მეტი ხმა არ აუღია. გავრცელებული ინფორმაციით, რაისს გამარჯვება დანარჩენმა სამმა კანდიდიდატმა უკვე მიულოცა.
ებრაჰინ რაისი გახდა ირანის პირველი პრეზიდენტი, რომელზეც შეერთებული შტატების სასანქციო პოლიტიკა უკვე ვრცელდება თანამდებობის დაკავებამდე, ჯერ კიდევ 2019 წლიდან.











