ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ამბობს, რომ დასავლეთიდან შემოტანილ ვაქცინას არ ენდობა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
უზენაესი ლიდერი ოფიციალურ პირებს მოუწოდებს კორონავირუსის ვაქცინა ქვეყანაში არ შეიტანონ.
„არ უნდა შემოვიტანოთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან ან თუნდაც საფრანგეთიდან. მე მათ არ ვენდობი“, – აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა.
გასულ თვეში ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი მთავრობა გეგმავს საკუთარი Covid-19 ვაქცინის წარმოებას „ირანელი მეცნიერების დახმარებით“.











