ირანმა და ჩინეთმა 25 წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმნტს ხელი თეირანში ჩინეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„ირანთან ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს ამჟამინდელი ვითარება. არამედ ის იქნება მუდმივი და სტრატეგიული“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განმარტა, დოკუმენტი წარმოადგენს გზამკვლევს სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო თანამშრომლობისთვის, მასში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ორივე მხარის კერძო სექტორზე.











