ირანის ორ პროვინციაში კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ორ პროვინციაში მეოთხე ტალღა უკვე დაწყებულია, რამდენიმე პროვინციაში კი უახლოეს პერიოდში დაიწყება, თუ ჩვენ სამედიცინო პროტოკოლებს არ დავიცავთ“, – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.











